ხილი ნიკა მელიას - ნათელაშვილი გლდანის ციხესთან (ფოტოები)
გლდანის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, კალათით გამოჩნდა.
პირველმა ლეიბორისტმა კოლეგას ხილი მიუტანა.
,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ხვალ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე საპატიმროს.