კრემლს პასუხს ვაგებინებთ - ჯოსეფ ბორელი
კრემლს პასუხს ვაგებინებთ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოსეფ ბორელი წერს, რითაც პუტინის მერ უკრაინაში ომის დაწყებას ედხმაურება.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენ ვფიქრობთ უკრაინაზე და უდანაშაულო ქალებზე, მამაკაცებზე და ბავშვებზე, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და საკუთარი სიცოცხლისთვის დარდობენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ"- წერს ბორელი.
ვლადიმერ პუტინმა დღეს, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.