უკრაინის სასაზღვრო სამსახური: უკრაინაში ბელარუსის არმიაც შეიჭრა!
რუსს სამხედროებთან ერთად შეტევაში მონაწილეობას იღებდა ბელარუსის არმიაც - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ლუჰანსკის, ხარკოვის და ჟიტომირის ოლქებში.
ვლადიმერ პუტინმა დღეს, თბილისის დროით დილის 07:00 საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა. დაბომბილია უკრაინის ხუთი ქალაქის აეროპორტი. კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის.