არ უნდათ დაბრუნდეს სადისტების დრო - ვოლსკი "ხელგაშლილ" შემომწირველებზე

07.04.21 13:29
არ უნდათ დაბრუნდეს სადისტების დრო - ვოლსკი "ხელგაშლილ" შემომწირველებზე

"ქართული ოცნების" წევრები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პარტიის დაფინანსებაში უკანონო არაფერია. გია ვოლსკიმ "ოცნების" 3 თვეში მილიონიანი შემოწირულობები იმით ახსნა, რომ ბიზნესმენებს წინა ხელისუფლების მობრუნების შიში აქვთ. 

ბიზნესი საერთოდ აფინანსებს პარტიას, რომელსაც ენდობა და რომელიც უნდა იყოს ხელისუფლებაში და არ უნდათ, რომ დაბრუნდეს ის სადისტების დრო, როცა ბიზნესი, თუ ადამიანების უფლება ჩვეულებრივ  ფეხქვეშ იყო გათელილი. "ქართუსთან" დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს,"  -ამბობს გია ვოლსკი. 

 ბოლო სამ თვეში მმართველმა პარტიამ ბიზნესისგან საჩუქრად 3 მილიონი ლარი  მიიღო- სპონსორების სიაში სხვებთან ერთად  არიან -ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რომელმაც 50 ათასი ლარი შესწირა "ოცნებას" სამი თვის განმავლობაში, ასევე "ქართუ ბანკის" დირექტორი, ნატო ხაინდარავა და სხვები. 

პარტიების შემოწირულობების ოფიციალური საჯარო ინფორმაციის, მიხედვით 2021 წელს "ოცნებას" 3 მილიონამდე ლარი შესწირეს. შემომწირველთა სია წლიდან წლამდე არ იცვლება. პარტიებს შორის "ოცნებას" ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ამ წლის იანვარში გააკეთა.

მსგავსი სიახლეები