ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას Twitter-ზე გამოეხმაურა.
"ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.