საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

24.02.22 12:56
საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე მდგომარეობასთან  დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ.

ხათუნა სამნიძის თქმით, აუცილებელია ასევე, რომ სასწრაფოდ ჩატარდეს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

ეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ ესაუბრება. ახლა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უნდა იდგეს აქ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არა გვაქვს. მოქალაქეებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ ის რაც უკრაინაში ხდება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება განცხადებებს უკვე უნდა აკეთებდეს, რასაც ვერ ვხედავთ.

პასუხისმგებლობა არის ჩვენს მხარესაც. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის კოორდინაცია. ასეთ ვითარებაში პარტიულობის დროს არ არის. ჩვენ შეთანხმებული მოქმედებები გვჭირდება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.