უკრაინაში ომის გამო, ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო თავდაცვის სხდომაზე მიიღეს. პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი მოაწერა და მას სეიმი რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.