არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომა საჭირო იყოს - პაპუაშვილი

24.02.22 13:29
არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომა საჭირო იყოს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევა უკრაინაში ომის საკითხზე, საჭირო არ არის. პაპუაშვილის თქმით, ის უკრაინის ელჩთან შეხვედრას გამართავს.

დღეს არის ერთადერთი ამოცანა, ეს არის ომის შეჩერება, ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძებებით. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და დახმარებას, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ უკრაინას. არ მგონია, საგანგებო სხდომა საჭირო იყოს, მე ვაპირებ, რომ შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგანაც მივიღო ინფორმაცია:, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.