"მზად ვართ ვუპასუხოთ მოსალოდნელ პროვოკაციებს საქართველოსგან" - ბიბილოვი თბილისს ემუქრება
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ოფიციალურ თბილისს ემუქრება.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. უსაფრთხოების საბჭო გაფართოვებულ ფორმატში შეიკრიბა, რა დროსაც, ბიბილოვმა განაცხადა, რომ შეიქმნა საოპერაციო შტაბები.
გამოცემის ცნობით, მან განაცხადა, რომ მისი მიზანია, უზრუნველყოს მზაობა "იმ პროვოკაციებზე, რაც შეიძლება, საქართველოდან წამოვიდეს".