უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

24.02.22 14:24
უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ. 

24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით"- წერია საგარეო სამეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

"რუსეთის მოქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ძირს უთხრის"- წერს საგარეო უწყება.