"ტესტი უარყოფითია" - სალომე ზურაბიშვილს კორონა არ დაუდასტურდა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხიც უარყოფითია. სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სალომე ზურაბშვილი "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს პირდაპირ ეთერში აიცრა.