ომი უკრაინაში - პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

24.02.22 15:15
ომი უკრაინაში - პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

ომი უკრაინაში - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეგობარ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. 

ამასთან, ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო წარმოადგინოს ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს ან მოხდება.

მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, ყველამ ერთად გამოვხატოთ რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით, მშვიდობის მხარეს... ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ მას ხელი მოვაწერო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა -  " დღეს  ტრაგიკული დღეა საქართველოსთვისაც... საქართველო თქვენ გვერდით დგას". 

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა", - თქვა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ეროვნული თანხმობია სესია, რონელიც პრეზიდენტის სასახლეში დღეს უნდა ჩატარებულიყო გააუქმებულია.