ომი უკრაინაში - გახარიას გუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას, პირველ ეტაპზე, დახურულ კონსულტაციებს სთავაზობს
პარტია „საქართველოსთვის" ხელისუფლებას და ოპოზიციას, პირველ ეტაპზე, დახურულ კონსულტაციებს სთავაზობს. ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მათი პრინციპული პოზიციაა, პირველ ეტაპზე, რიგგარეშე სხდომა იყოს დახურულ ფორმატში, რომ "დისკუსია იყოს მაქსიმალურად საქმიანი, პოპულიზმისგან დაცლილი და შედეგებზე ორიენტირებული".
ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის თითოეულმა წარმომადგენელმა გვერდზე გადადოს პოლიტიკური ინტერესები და მოხდეს საზოგადოების სრული კონსოლიდაცია, მათ შორის, გაიმართოს სერიოზული დისკუსიები ხელისუფლებასთან ოპოზიციის ჩართულობით იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ სხვადახვა რისკების თავიდან ასაცილებლად. უკრაინის კონტექსტი რა თქმა უნდა, პირდაპირ განსაზღვრავს საქართველოს მომავალი განვითარების გზასაც. ეს დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევუერთდით ასევე მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ პირველ ეტაპზე სხდომა იყოს დახურულ ფორმატში, რომ დისკუსია იყოს მაქსიმალურად საქმიანი, პოპულიზმისგან დაცლილი და შედეგებზე ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ სხდომა იყოს დახურული", - განაცხადა ლილუაშვილმა.