მხარდაჭერა უკრაინას - სამოქალაქო აქტივისტები საელჩოსკენ მსვლელობას მართავენ
სამოქალაქო აქტივისტები და მოტოკლუბის წევრები მოტოციკლებით უკრაინის საელჩოსკენ მსვლელობას მართავენ. მოტოკლუბის წევრები იპოდრომთან შეიკრიბნენ და მსვლელობით დიპლომატიური უწყებისკენ გაემართნენ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ და ერთად გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია გამოვიდეს და დაუდგეს ჩვენ მოძმე ერს გვერდით", - ამბობს აქტივისტი.
უკრაინის საელჩოსთან ცოტა ხანში სხვა აქტივისტებს და პოლიტიკოსებსაც ელოდებიან, რის შემდეგაც ისინი ერთად გაემართებიან დედაქალაქის მთავარი მოედნისკენ.