პასუხი პუტინს თბილისიდან - რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. პუტინის აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად ოპოზიცია მოქალაქეები და ოპოზიცია ერთიანდება. ცოცხალი ჯაჭვი და მსვლელობა "რესპუბლიკის მოედნიდან" "თავისუფლებამდე" გაიმართება.
"ეს იქნება პუტინისთვის პასუხი თბილისიდან"- ამბობენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ქუჩაში უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ. მათი თქმით, დარტყმა უკრაინაზე ნიშნავს დარტყმას საქართველოზე, რადგან პუტინი ჩვენი საერთო მტერია.