"ნაციონალური მოძრაობის" პოპულიზმს არავინ არ აყვება, ეს არის მეხუთე კოლონა" - "ოცნების" დეპუტატი რიგგარეშე სხდომის შესახებ
"ნაციონალური მოძრაობის" პოპულიზმს არავინ არ აყვება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ამბობს გივი მიქანაძემ "ტვ პირველთან" განაცხადა. მიქანაძის თქმით, ის არ აპირებს, რომ დღევანდელ სხდომას დაესწროს, თუმცა ის პარლამენტში მივიდა.
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად, რეზოლუცია მივიღეთ, როემლსაც თქვენი ოპოზიცია არ შემოუერთდა.
"ნაციონალური მოძრაობა არის მეხუთე კოლონა, რომელიც წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე, არავის მივცემთ ამის უფლებას", - ამბობს გივი მიქანაძე.
კითხვაზე, არის თუ არა პუტინი ევროპის მტერი, მიქანაძე პასუხობს, რომ " პუტინი არის აგრესორი, რომელცი ჩადის ძალიან დიდ შეცდომას".
"ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისინი პარლამენტში სხდომას არ დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა უკრიანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ოპოზიციამ გუშინ მოითხოვა.