პლენარული სხდომის დარბაზის ჩაკეტვის გამო,საპარლამენტო ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი ფოიეში შეასრულა
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინის ჰიმნი პარლამენტის ფოიეში შეასრულეს, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კი გააჟღერეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის ფოიეში გაშლილია უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები.
მანამდე კი საპარლამენტო ოპოზიციის სახელით განცხადება ენმ-ს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა და შალვა პაპუაშვილს განცხადებას სამარცხვინო უწოდა.