"დღეს სირცხვილის დღეა საქართველოს პარლამენტში" - ოპოზიცია
"დღეს სირცხვილის დღეა საქართველოს პარლამენტში", - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის სახელით ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, "ოცნების" დღევანდელი ქმედებუს გამო საქართველოს პარლამენტში სირცხვილის დღეა.
დღეს სირცხვილის დღეა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ისტორიაში და არამხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ თავდაცვის ძალებს უკრაინაში, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით, უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები შეაგროვა და გადაწყვიტა, რომ დღეს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და არ გაეღო პარლამენტის დარბაზი საქართველოს ისტორიაში პირველად", - თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" სხდომაზე არ მივიდა და რიგგარეშე სესია ჩაშალა.