არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება - პრემიერი

25.02.22 12:33
არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ამ ომში ყველაზე მეტად უკრაინა იზარალებს. ირაკლი ღარიბაშვილმა პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომთან გაავლო და თქვა, რომ მაშინაც რუსეთთან ომში საქართველომ დიდი დანაკარგი ნახა. 

ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ,  ვერ იქნა შეკავებული და ვერ იქნა თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები. რა თქმა უნდა, ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როცა სამწუხაროდ, საუბედუროდ ვერ იქნა აუცილებული 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ვინ დაზარალდა ამით? რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დაიხოცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები,დ ავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა მოახდინდა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარეაბ შემდეგ. შესაბამისად, დასკვნის სახით მინდა ვტქვა, რომ ომი ყველასთვსი მიუღებელია, არცერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული, იმიტომ, რომ ზიანი ყველა მხარეს მიადგება. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი მხრიდან დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი ვგააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართელო მზადაა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარეაბ შესაძლებლობების ფარგლებში აღმოუჩინოს. 

რაც შეეხება ჩვენს მიერი გადადგმულ ნაბიჯებს... ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული,. ჩვენ იქაც, რა თქმა უნდა, გამოვხატეთ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა  უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით უკრაინის ელჩს საქართველოში გადავეცით გზავნილი, რომ მზად ვართ ჰუმანიტარული დამხრება აღმოვუჩინოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხაზს ვუსვამ, - თქვა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც მიმარტა და თქვა, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. 

ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს, საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას, - განაცხადა პრემიერმა.