მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა ან ისე ან ისე, შეშინებულები არ უნდა ვიყოთ - მეუფე იაკობის მწვავე პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ

25.02.22 12:49
მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა ან ისე ან ისე, შეშინებულები არ უნდა ვიყოთ - მეუფე იაკობის მწვავე პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ

"მონობაში სიცოცხლეს ჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი",  - განაცხადა მეუფე იაკობმა. ბოდბელი მიტროლოპოლიტი პირველი წევრია სინოდიდან, რომელმაც   რუსეთის წინაღმდეგ მწვავე პოზიცია დააფიქსირა. მეუფე იაკობმა ამბიონიდან რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. მიტროპოლიტი   აცხადებს, რომ საქართველოს აუცილებლად მოუწევს რომელიმე მხარეს დადგომა. მეუფე იაკობი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, მთელი მსოფლიო განსაცდელშია. 

მონობაში სიცოცხლეს ჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად მასე მირჩევნია. დღეს საქართველო არის დიდი განსაცდელის წინაშე. არამარტო უკრაინა მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშეა.

ჩვენ ხო მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა ან ისე ან ისე, შეშინებულები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ 100 ათასი მოწამის ერი, ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ერი, რომელიც ბრძოლაში იმარჯვებდა.  ჩვენში არ უნდა იყოს დღეს მაინც ერთმანეთში შუღლი, არ უნდა იყოს ის ხალხი, ვითომ რაღაცა პოლიტიკური რაღაცის გამო, რომ გამოჩნდება რომ მე-5 კოლონაა და სხვა არაფერი. დღეს აღარ არის რაღაცეების დრო და უნდა ვაჩვენოთ ვდგავართ იქ სადაც საქართველოა თუ ვდგავართ იქ სადაც ჩვენი მტერი მძლავრობს ჩვენზე", - ამბობს მეუფე იაკობი.