უკრაინაში ჩასვლა არაფრის მომცემია - პრემიერი

25.02.22 13:19
უკრაინაში ჩასვლა არაფრის მომცემია - პრემიერი

საქართელოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მისი მეთაურობით ეროვნული ინტერესებით მოქმედებს და შოუების გამართვა მისი ხელწერა  არ არის. 

უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია, ეს ერთი. თქვენ თუ გინდათ იმის დემოსნტრირება, რომ აი, მაშინ იყო ჩამოსული... სოლიდარობა ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხაეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ... კითხვაზე ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილი საჰაერო სივრცე. არა თუ მე, მსოფლიოშ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც კი ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა ჩემი მეთაურობით, ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს გამართვა არ არის ჩემი ხელწერა, - განაცხადა ღარიბაშვილმა.