ვთვლი, რომ ეს, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ღალატია - რადას დეპუტატი ღარიბაშვილის განცხადებაზე
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ მოღალატეობრივი უწოდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ეს არა მარტო უკრაინის, არამედ ქართველი ხალხის ღალატიცაა, რადგან თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, შემდეგი საქართველო იქნება.
მე ვთვლი, რომ ეს არის ღალატი. ეს არის პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ღალატი, იმიტომ, რომ ღმერთმა არ ქნას, თუ რუსეთი დაპყრობს უკრაინას, შემდეგი იქნება საქართველო. პუტინმა უკვე მოახერხა თქვენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია, მაგრამ მას უნდა ბოლომდე გავიდეს. ის არ დაჯერდება უკრაინას. ასე იქნება საქართველოშიც. ახლა არ არის იმის დემონსტრირება საჭირო, რომ უკრაინას არ უნდა დაეხმაროთ, ეს არის ქართული ინტერესების ღალატი, - თქვა გონჩარენკომ.
გონჩარენკომ ირაკლი ღარაიბაშვილს 2008 წელი გაახსენა. მისი თქმით, მაშინ უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და მხარდაჭერა გამოუცხადა.
2008 წელს, როდესაც რუსული ტანკები მოდიოდნენ თბილისისკენ და იყვნენ საქართველსო დედაქალაქისგან 30 კილომეტრში, ჩვენი, უკრაინის პრეზიდენტი ჩამოფრინდა თბილისში და იდგა ტქვენს გვერდით, თქვენი ხალხის გვერდით და ამის შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ასეთი მოღალატეობრივი პოზიცია გასაოცარია. მე ვიცი, რომ ქართგველ ხალხს უყვარს უკრაინელებნი და უკრაინელებსაც უყვარხართ თქვენ. გამოდით ქუჩაში და მოსთხოვეთ პასუხი თქვენს პრემიერს ამ განცხადების გამო. მე ვიცი, რომ თქვენ სულ სხვა პოზიცია გაქვთ. თუ თქვენი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერაა, თქვით ეს ხმამაღლა, - თქვა გონჩარენკომ.
ირაკლი ღარიბაშილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის ვერც აზრს და ვერც საშუალებას ხედავს. პრემიერმა ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ შეუერთდება.