პრაგმატული პოლიტიკა უნდა გატარდეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არ ვაპირებთ საკითხში მონაწილეობას - ოხანაშვილი

25.02.22 15:24
პრაგმატული პოლიტიკა უნდა გატარდეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არ ვაპირებთ საკითხში მონაწილეობას - ოხანაშვილი

"ქართული ოცნება" რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარს "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.

"ქართული ოცნება" რუსეთთან მიმართებით პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს.

მათი ერთადერთი მიზანია დესტრუქცია და დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ამას ისინი ღიად აცხადებდნენ, მათი ბელადი ჩამოვიდა აქ მალულად და მიეჩინა კანონით მისთვის განკუთვნილი ადგილი. მათ არ აინტერესებთ უკრაინის ბედი. ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არ ვაპირებთ რაიმე საკითხში მონაწილეობის მიღებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა გვესმის როგორც საზოგადოების აბსოლუტურ  უმრავლესობას, რომ პრაგმატული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გატარდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" ესმის ეს სხვაგვარად, ის რაც გააკეთეს ეს 2008-ში", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ რიგგარეშე სესიის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა დღეს "ქართულმა ოცნებამ" სხდომა ჩაშალა.