სისხლიანი დაპირისპირება შიდა ქართლში - "ოცნების" წევრმა საქმის გასარჩევად დაჯგუფება აიყვანა

25.02.22 17:40
სისხლიანი დაპირისპირება შიდა ქართლში - "ოცნების" წევრმა  საქმის გასარჩევად დაჯგუფება აიყვანა

"ქართული ოცნების" წევრი  გორში ადგილობრივებს კასტეტებით გაუსწორდა.  ხელჩართული ჩხუბი სოფელ ახალსოფელში მოხდა. კობა ბერიანიძე  რამდენიმე ადგილობრივს დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი საქმის გასარჩევად სოფელში გორიდან  ზონდერ ჯგუფები აიყვანა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ანგარიშსწორების მიზნით, დაჯგუფება სწორედ კობა ბერიანიძემ აიყვანა.  "ოცნების" წევრი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ არავითარი ჩხუბი არ მომხდარა.