მადლობა ქართველ ხალხს, ის შემთხვევაა, როცა მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესნი არიან - ზელენსკი

26.02.22 00:20
მადლობა ქართველ ხალხს, ის შემთხვევაა, როცა მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესნი არიან - ზელენსკი

 „გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო!"- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამართულ აქციებს:   

“საოცარი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის თუ როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გარეთ გამოვიდა და გააპროტესტა ომი თბილისსა და სხვა ქალაქებში. არის მომენტები, როცა ხალხი არ წარმოადგენს ხელისუფლებას, მაგრამ ისინი ბევრად უკეთესები არიან ვიდრე მათი მთავრობა”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.