ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტო დატვიტა, რომელზეც ღარიბაშვილის განცხადებებს აკრიტიკებდნენ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე განათავსა უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტო, რომლის მონაწილეებიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აკრიტიკებდნენ.
საქართველო უკრაინასთანაა.
საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს იმ გადამწყვეტ უძილო ღამეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, ჯარისა და მთელი ერის მამაცობითა და თავდადებით”, - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა.
მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აპროტესტებენ და უკრაინელ ერს მიმართავენ, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს.