"არცერთ ნომერზე არ პასუხობენ" - საქართველოს დიპლომატიური უწყება უკრაინაში მყოფ ქართველებთან კონტაქტზე არ გადის
უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ. ქართველები, რომლებიც ამჟამად კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფებიან, ამბობენ, რომ საქართველოს საელჩო მათ მიმართ ყურადღებას არ იჩენს და არც მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ საელჩოში მათ ზარებს საერთოდ არ პასუხობენ.
გუშინ იყო ძალიან დაძაბული ღამე, ჩაირთო განგაშის ხმები, ჩვენ საელჩოსთან კონტაქტს აზრი არ აქვს ", - ამბობს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქე.
არცერთ ნომერზე 2 დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ", - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
უკრაინაში მყოფი ქართველები საკუთარი ძალებით ცდილობენ თავის დაცვას და უსაფრთხო ადგილების პოვნას.