კარგი შესაძლებლობაა სიკვდილით დასჯა აღვადგინოთ - მედვედევი

26.02.22 14:41
კარგი შესაძლებლობაა სიკვდილით დასჯა აღვადგინოთ  - მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთში სიკვდილით დასჯა დაბრუნდეს.

ახლა ყველგან განდევნილები ვართ, გვსჯიან, შეშინებულები, მაგრამ ისევ არ გვეშინია… ევროპის საბჭომ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეაჩერა რუსეთის წევრობა. ველური უსამართლობა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მიზეზია, რომ საბოლოოდ გამოვიხუროთ კარი და სამუდამოდ დავივიწყოთ ეს უაზრობა.

მეტიც, ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციისთვის. ისევე როგორც სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში“, – განაცხადა მედვედევმა.

 

რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა.ეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე მიიღეს. 

 „ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელმაც სერიოზულად დაარღვია მე-3 მუხლი (კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპი), შეიძლება შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტის მიერ მოეთხოვოს გასვლა მე-7 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, კომიტეტს შეუძლია შეუწყვიტოს მას საბჭოს წევრობა, კომიტეტის მიერ დადგენილი დღიდან“ - წერია მე-8 მუხლში.