საქართველოს მთავარი პარნტიორი მხდალი ყავს, მთავრობა სწორად მოქმედებს - მთავარი პროკურორის მოადგილის სკანდალური განცხადება

26.02.22 14:50
საქართველოს მთავარი პარნტიორი მხდალი ყავს, მთავრობა სწორად მოქმედებს - მთავარი პროკურორის მოადგილის სკანდალური განცხადება

"საქართველოს მთავარი პარნტიორი მხდალი ყავს! მთავრობა სწორედ მოქმედებს, აცადეთ სანამ რუსული ჩექმა მოგხვდათ ცხვირ-პირში!", -  ეს სკანდალური განცხადება  საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მხდალ პარტნიორში სავარაუდოდ, მაღალჩინოსანმა ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმა.

ბადაშვილი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, გაჩუმებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მოსახლეობაში შიშის დანერგვას ცდილობს. პოლიტიკოსები ბადაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.