არ დაგვიკარგავს არცერთი აეროპორტი, პუტინმა გააგრძელა სარაკეტო თავდასხმები იქ, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ - თავდაცვის საკითხებში უკრაინის ატაშე
პუტინმა გააგრძელა სარაკეტო დარტყმების განხორციელება იმ მიმართულებით, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ“,- ამის შესახებ საქართველოში თავდაცვის საკითხებში უკრაინის ატაშემ ალექსანდრე კრავჩუკმა საქართველოში უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდრე კრავჩუკი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მედგრად იცავს უკრაინის საზღვრებს.
პუტინმა თავისი წარუმატებელი ტაქტიკის შემდეგ ტაქტიკა და ინსტრუმენტები შეცვალა. ჩვენ არ დაგვიკარგავს არცერთი აეროპორტი და აეროდრომი. გააგრძელა სარაკეტო დარტყმების განხორციელება იმ მიმართულებით, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ. პუტინმა ჯარების გამოყენება გააგრძელა ბელარუსიის ტერიტორიიდან. ამ მომენტისთვის, საავტომობილო, ჯავშანმანქანების და ტანკების გადაადგილება ხდება ბელარუსიის ტერიტორიიდან კიევის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სექტორთან, ასევე უკრაინელ ხალხთან ერთად მკაცრად და მედგრადად იცავენ ჩვენს საზღვარს. არცერთი ქალაქი არ არის დაკავებული. სხვადასხვა ადგილზე არის შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე ქალაქში შედის და ოპერატიულად ნადგურდება. სამწუხაროდ, ჩვენ დანაკარგები გვაქვს და მათი რიცხვი უფრო იზრდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენს მხარეს არის, დიდება უკრაინას“,- თქვა ალექსანდრე კრავჩუკიმ.