პროტესტმა შედეგი გამოიღო - საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს

26.02.22 16:16
პროტესტმა შედეგი გამოიღო - საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.