ადამიანი ამბობს თავის სატკივარს - ქადაგიშვილი ბადაშვილის გამართლებას ცდილობს
"ქართული ოცნება" პროკურორ გიორგი ბადაშვილის გამართლებას ცდილობს. მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პროკურორის განცხადების საფუძველი რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის დაგვიანებული რეაქცია იყო.
ყველა ადამიანს უნდოდა, რომ დასავლეთის ნაბიჯები ყოველთვის ყოფილიყო უფრო სწრაფი, უფრო თანმიმდევრული და უფრო ღრმა და ბევრი რამე გაკეთებულიყო მანამდე, ვიდრე ეს ტრაგედია განხორციელდებოდა. ამიტომ, ადამიანურად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ამბობს თავის აი, ამ სატკივარს, იმიტომ, რომ როდესაც ბატონი ზელენსკი ამბობდა, რომ ველაპარაკეთ იმას, თათბირია იქ, სანქციაა იქ, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავზე ვხედავთ რუსულ თვითმფრინავებს და მიწაზე ტანკებს, აი,ეს ლეიტმოტივია, ამიტომ ბევრი დროა სამწუხაროდ, გაშვებული იმისთვის, რომ ასეთი ტიპის აგრესიები არ ყოფილიყო რეალური, - ამბობს ქადაგიშვილი.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პარნტიორი მხდალი ყავს და ქართელმა ხალხმა მთავრობას უნდა აცადოს, რათა ცხვირშ რუსული ჩექმა არ მოხვდეს.