პუტინმა რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა
დასავლეთის სანქციების პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა რუსული არმიის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
თქვენ ხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მიმართეს არა მარტო არამეგობრულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვგულისხმობ სანქციებს, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ გამოთქმებს იყენებენ, ამიტომ თავდაცვის და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ გადაიყვანონ რუსეთის არმიის შეკავების ძალები საგანგებო რეჟიმზე, - განაცხადა პუტინმა.