განიხილავს თუ არა საქართველო რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას - დავით ზალკალიანი კითხვებს გაურბის

28.02.22 11:29
განიხილავს თუ არა საქართველო რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას - დავით ზალკალიანი კითხვებს გაურბის

განიხილავს თუ არა საქართველო რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰერო სივრცის ჩაკეტვას - საგარეო საქმეტა მინისტრი კითხვებს არ პსაუხობს. დავით ზალკალიანი დღეს ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს გაექცა. 

უკრაინაში ომის, მოკლული ქალების, ბავშვების , აფეთქებული ქალაქების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ისევ უმოქმედოა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქვეყანა არ შეუერთდა, არც საჰაერო სივრცეს კეტავს. არადა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ რუსეთს საჰაერო სივრცე უკვე ჩაუკეტა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არც რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობას წყვეტს.