ომის მეოთხე ღამე უკრაინაში - ქართველი მებრძოლები "პირველებს" უახლეს ცნობებს აწვდიან
ოკუპანტების შეტევებს ამ წუთებშიც იგერიებენ ქართველი ჯარისკაცები. სროლებია დონბასისა და კიევის მისადგომებთან.
როგორც "ტვ პირველს" ქართველი მებრძოლები უყვებიან, საოკუპაციო ძალები დასახლებულ პუნქტებს და საცხოვრებელ კორპუსებს ესვრიან. მშვიდობიან მოქალაქეებს უსწორდებიან დივერსანტებიც.
სოფლებთან ოკუპანტები საბრძლო ტექნიკას ტოვებენ და ადგილობრივებს საკვებს თხოვენ.
ბოლო მონაცემებით, ბრძოლისას ერთი ქართველი ჯარისკაცი, ხელის არეში დაიჭრა, თუმცა მის მდგომარეობა მძიმე არ არის.
პირველი თავდასხმა იყო კიევიდან 28 კილომეტრში მდებარე აეროპორტთან. ჩვენ ადგილებს ვიცვლით, სხვა სახის დავალებებიც გვაქვს. ერთი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა, რომ იტყვიან ნაკაწრი აქვს. დანარჩენი ბიჭები კარგად არიან. მართალია, "დაგვაკანტუზია" ამ ყველაფერმა, მაგრამ მნიშვნელოვანი, საგანგაშო ვითარება არ გვაქვს"- თქვა ლევან ფიფიამ.
მისი თქმით, რუსები უკრაინაზე იერიშს გამთენიას ახორციელებენ.
ქალაქს დილის საათებში, გამთენიისას უტევენ. არ ვიცი, ეს ქართული გენის ბრალია თუ რა, მაგრამ , არცერთი მებრძოლისთვის შიში არ შემიმჩნებია"- გვითხრა ფრონტის ხაზზე მყოფმა ქართველმა ჯარისკაცმა.
უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ჩართული არიან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის პროცესშიც. მათ საფრთხის წინაშე მყოფი ხალხი უსაფრთხო ადგილას, თავშესაფრებში გადაყავთ.
მძიმე ღამე იყო, თუმცა ჩვენ კიდევ ერთი სოფლიდან გავყარეთ ოკუპანტები. ახლა დონეცკში ვართ. ყველაფერი კარგად არის, მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამშვიდობოს გადავიყვანოთ.
მინდა მივმართოთ, ჩვენს ახლობლებს საქართველოში - კარგად ვართ, აუცილებლად დავბრუნდებით"- აღნიშნა კიდევ ერთმა სამხედრომ.