სანქციები არ მუშაობს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი განცხადება უკრაინის ომზე - ღარიბაშვილი ამბობს, რომ "სანქციები ეფექტურად არ მუშაობს".
დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ყველაზე დიდ ქვეყანაში ევროპის და უკრაინიის დედაქალაქი იბომბება. და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის, ვთქვათ პირაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს, ომობს უკრაინის ჯარი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა
მთავრობის სხდომაზე ირაკლი რარიბაშვილმა გამოსვლის უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლევბის ლანძღვას დაუთმო და თქვა, რომ "დესტრუქციულ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი".
ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ "ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს, რომ გამოხატოს მაქსიმალური მხარდაჭერა - პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა უკრაინელი ძმების და დების მიმართ".