მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს, ჟრიამული აქვთ ატეხილი - ღარიბაშვილი

28.02.22 13:02
მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს, ჟრიამული აქვთ ატეხილი - ღარიბაშვილი

"სამარცხვინო" - ასე უწოდა საქართველოს პრენიერმა თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციას, სადაც ნონო ქათამაძემ სოლიდარობის ნიშნად იმღერა. აკომპონირებას კი ნიკოლოზ რაჭველი უწევდა: 

"სამწუხაროდ, სამარცხვინოდ უნდა ითქვას, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს  2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და მიშა მიშა აძახებინეს, და წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამოაცხადეს გამარჯვებულად" - თქვა პრემიერმა.