სამარცხვინო პრემიერი - ოპოზიციის პასუხი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებებზე
სამარცხვინო პრემიერი, ღარიბაშვილმა ანტიდასავლური განცხადებების გამო პასუხი უნდა აგოს - ასე პასუხობს ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა.
პრემიერ-მინისტრი აგრძელებს იმ სირცხვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.
"დროას" ლიდერი მთავრობის ემთაურის გადადგომას ითხოვს, ელენე ხოშტარია მოსახლეობას მოუწოდებს პრემიერის განცხადებები და ქმედებები დღეს დაგეგმილ აქციაზე ერთად გააპროტესტონ.
ერთადერთი რასაც ირაკლი ღარიბაშვილისგან ვისმენთ, ეს არის ღვარძლი, ზიზღი, დანაწევრება და რუსული ტყუილები. ის რომ სანქციები არის არაეფექტური, ეს რუსული ტყუილია, ის რომ საქართველომ დაიწყო ომი, ეს არის რუსული ტყუილი. ჩვენ ყველანი უკრაინის გვერდზე ვართ. ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ მას საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ და დღეს, შვიდ საათზე, პარლამენტის წინ ვთქვათ, რომ ის არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერი"- თქვა ელენე ხოშტარიამ.
პრემიერის განცხადებები სმარცხვინოა ხათუნა სამნიძისთვისაც, მისი თქმით, უკრაინის გვერდით მთელი ქართული საზოგადოება დგას:
პრემიერი და მთელი მისი მთავრობა თავისი ნაბიჯებით მიწაზე სწორად არის გართცმული. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არის სამარცხვინო და როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებს. მას მოუწევს სიმართლეს თვალი გაუსწოროს. მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ, ჩვენი ქვეყნის საზოგადოება დგას უკრაინის გვერდით. მას მოუწევს შეცვალოს პროპაგანდისტული ნაბიჯები"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის ომზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ ოპოზიციის "მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს".
ამასთან, პრემიერმა თქვა, რომ "უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და სანქციები არ არის ეფექტური საშუალება"