"აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელია გოგოს გამო მოკლა" - გიორგი კავილაძე ალაპარაკდა

28.02.22 14:27
"აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელია გოგოს გამო მოკლა" - გიორგი კავილაძე ალაპარაკდა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავილაძის 2 საათია მოსამართლის წინაშე კითხავენ.

სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულმა დღეს პირველად ისაუბრა დანაშაულის მოტივის შესახებ, მისი ჩვენების მიხედვით აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელია პირადი შურისძიების, გოგოს გამო მოკლა.

განსასჯელის სკამზე მყოფი გიორგი კაველაძე ირწმუენბა, რომ აკო ჭელიძემ  ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა, თუმცა კვარაცხელიამ ეს არ გაითვალისწინა. 

ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, აკო ჭელიძესთან ერთად ნამდვილად იმყოფებოდა.  ამბობს, რომ 10-მდე გასროლის ხმა გაიგო ჭელიძიმ კი უთხრა, რომ ნიკა კვარაცხელია დაჭრა.

აკო ჭელიძემ მითხრა, რომ ადამიანი ჰყავდა სანახავი და ნიკო კვარაცხელიას უნდა დალაპარაკებოდა. მითხრა, რომ 2 კვირის წინ შეუთვალა რაღაც, რაც არ გაითვალისწინა, გამომდინარე აქედან პირადად უნდა ენახა. ეს ეხებოდა გოგოს და გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალე, რომ თავი შეეკავებინა მასთან კომუნიკაციისაგან, რაც არ გაითვალისწინაო, საუბარია ალეკოს მეგობარ გოგონაზე. შეყვარებულს ვერ დავარქმევდი მას. მისი სახელი და გვარი არ მახსოვს" - აცხადებს ბრალდებული. 

გიორგი კაველაძე ირწმუნება, რომ ვერ წარმოედგინა, თუ 10-მდე გასროლა მათთან იქნებოდა დაკავშირებული. მისი თქმით, არ დაუნახავს, როგორ ესროლა ჭელიძემ კვარაცხელიას. 

თვითონ ეს ფაქტი არ დამინახავს, სარკეში რაც დავინახე ნახევარ წუთში, იყო ის, რომ მანქანისკენ გამორბოდა. მითხრა, ჩქარა წადი აქედანო, რაღაც პერიოდი უნარიც არ ჰქონდა ეპასუხა რა მოხდა, ბოლოს მითხრა დავჭერიო”.

არ ვფკლობდი ინფორმაციას, რომ ალეკოს იარაღი ჰქონდა თუ არა იარაღი", - აღნიშნა გიორგი კავილაძემ.