ოპოზიცია უნდა გადადგეს - თეა წულუკიანი
ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს, ეს შემიძლია ვთქვა და მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გადადგეს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის გადადგომას ის ადამიენები ითხოვენ, "ვინც როცა იყო ხელისუფლებაში მაშინ ტაშ-ფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს".
ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახლემწიფოს დაეხმარება იაროს სწორ გზაზე და არა პირიქით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ საპირისპიროს, ზედაპირულობას. ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს, თითქოს, ერთი სული აქვთ ამ ქვეყანაში ომი გავარდეს. მინდა მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, ამ კონკრეტული პრემიერმინისტრის შემთხვევაში და ამ ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ, პირველ რიგში საზოგადოება დაცულები"- ამბობს თეა წულუკიანი.