"რას ნიშნავს ც?, მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს პერმიერმინისტრი" - წულუკიანი უკრაინაზე
კულტურის მინისტრი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებს იზიარებს. მისი თქმით, ის "ც" არ არის, ღარიბაშვილის დანიშნულია და ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც აჟღერებს საქართველოს პერმიერმინისტრი:
რას ნიშნავს ც? მე ვარ ამ მთავრობის წევრი, ამ პრემიერმინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში, ვიცეპრემიერი და რა თქმა უნდა მე არ ვარ ც. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პერმიერმინისტრი" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ "სანქციები ეფექტურად არ მუშაობს". მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესეულ სანქციებს არ შეუერთდდება.