პუტინის რაზმების დამარცხება ყველას ვალია - საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ომში მიდიან

28.02.22 15:45
პუტინის რაზმების დამარცხება ყველას ვალია - საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ომში მიდიან

საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ომში მიდიან - მოხალისეების პირველი ჯგუფი დღეს საღამოს 18:00 საათზე თბილისიდან გაფრინდება.

რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავაც.

"ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, პუტინის რაზმების დამარცხება ყველა ქართველის ვალია" - ეუბნებიან პირველებს ის ადამიანები ვინც ფრონტის ხაზზე მიემგზავრება. 

დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. აგრესორს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართველი უნდა ხვდებოდეს, რომ ეს ჩვენი ომიცაა"- აცხადებს მოხალისე.