ხელჩართული ჩხუბი აჭარის უმაღლეს საბჭოში - დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს

28.02.22 16:12
ხელჩართული ჩხუბი აჭარის უმაღლეს საბჭოში - დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს

აჭარის უმაღ-ლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად და შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხმაური  ქართული ოცნების წევრების იმ განცხადებას მოყვა, რომლითაც მმართველი პარტია ირწმუნება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს ნაციონალურ მოძრაობა იყენებს.

დღეს დილით, სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებულია, რამდენიმე პუნქტიანი გეგმა, რომელც უკრაინაში არსებული უმძიმესი რეალობის ფონზე, ქართველ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ აგრესიის გავრცელებას გულისხმობს. 

ამ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად აშიარებენ, ენმ კი დაინტერესდა რის საფუძველზე აჟღერებენ ისინი მსგავს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას. ოპოზიციის მოთხოვნას ხელისუფლების გაღიზიანება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიხარდა.