"ღარიბაშვილს უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი" - ნიკა მელია

28.02.22 16:17
"ღარიბაშვილს უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი" - ნიკა მელია

აეკრძალოს ირაკლი რარიბაშვილს ქვეყნის სახელით ლაპარაკი - განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, "ღარიბაშვილი კრემლის მთავარი პროპაგანდისტია" 

ვუსმინე ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე.. რა კრემლის პროპაგანდისტული მედიის არხების დაბლოკვა… ღარიბაშვილია საქართველოში კრემლის მთავარი პროპაგანდისტი და პირველ რიგში მას უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი!"- აცხადებს მელია. 

ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის ომზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ ოპოზიციის "მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს".

ამასთან, პრემიერმა თქვა, რომ "უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და სანქციები არ არის ეფექტური საშუალება"