ღარიბაშვილი თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეა პრემიერმა დღეს ევროპას კარი მოუხურა - ნიკა მელია
ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის "პრორუსულ" განცხადებებს აპროტესტებს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პირდაპირ თქვა, რომ ღარიბაშვილი რუსულ ინტერესებს წარმოადგენს და საქართველოს პრემიერმა დღეს ევროპას კარი მოუხურა. ენმ-ს თავმჯდომარემ მთავრობის მეთაურს "თანამედროვე ორჯონიკიძე" უწოდა. მისი თქმით, ღარიბაშვილი თავს უფლებას აძლევს უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსზზე. " ხელისუფლებაში არიან თანამდეროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებმაც დასავლურ სამყაროს უთხრეს, რომ მათთვის საქართველოს კარი არის დახურული. ახლა ჯერი არის ჩვენზე, ყველას გელოდებით 7 საათზე, იქ წყდება მომავალი".
გუშინ გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ პუტინი ცდილობს ევროპის საზღვრების და ევროპის შეცვლას მისი წარმოდგენების მიხედვით, რის შესაძლებლობასაც დასავლური ცივილიზებული სამყარო არ მივცემთო. გერმანიის კანცლერი გამოხატავდა მთელი განვითარებული ევროპის პოზიციას, ამ დროს საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქართველების სახელით კარი მოუხურა ევროპას, უარი უთხრა ქართველებს დასავლურ პერსპექტივებზე და დაცულ მომავალზე, მთავრობის მეთაურმა ჩვენი სახელით თქვა უარი ქართველების ისტორიულ არჩევანზე.
ამ დროს უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ ვის წარმოვადგენთ და ვის წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი. ის წარმოადგენს არავის, გარდა რუსული ინტერესებისა. მაშინ, როდესაც ჩვენი სახელით ისტორიულ მომავალზე უარს ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ქართველები მეტად უნდა ვაქტიურობდეთ, ვინაიდან ეს არის ისტორიული გამოწვევა, რომლის წინაშეც დაგვაყენა ღარიბაშვილმა. ის არ დადგა არც გერმანიის კანცლერთან, არც ზელენსკისთან, ან ბაიდენთან, ის დადგა ლუკაშენკოსთან, კადიროვთან და პუტინთან. მოვიდა დრო, როდესაც ქართველმა ხალხმა მთელს მსოფლიოს გავაგონოთ, რომ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს“, - განაცხადა მელიამ.
ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. მელიამ გაბრაზებულ მოქალაქეებს დღეს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
"ჩვენი სახელით დღეს, 12:00 საათზე, მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა თქვა უარი ქართველების ისტორიულ არჩევანზე და ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ უკვე ჩვენ ვის წარმოვადგენთ და ვის წარმოადგენს ბატონი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი წარმოადგენს არავის, გარდა რუსული ინტერესებისა, მაგრამ სიცხადე არის მეტი შესატანი ამ ბრძოლაში" - ამბობს მელია.
"ღარიბაშვილი არ დადგა არც შოლცთან, არც ზელენსკისთან, არც ბაიდენთან, არც ბორის ჯონსონთან, ის დადგა ლუკაშენკოსთან, კადიროვთან და პუტინთან", - განაცხადა ნიკა მელიამ.