ქართველი ექიმები უკრაინაში მიდიან
პოლონეთის გავლით ფრონტის წინა ხაზზე ჩავლენ ქართველი ექიმები. "პირველების" ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ქართველი მედიკოსები რამდენიმე დღეში გაფრინდებიან. სხვადასხვა პროფილის 15 ექიმი მზადაა, მიხედოს დაჭრილ სამხედრო და სამოქალაქო პირებს.
ამ ეტაპზე უცნობია,სად, რომელ ქალაქში გადაანაწილეებენ ჩვენს ექიმებს, რომელ ქაალქში. ცნობილია, რომ მედიკოსები განცხადებას 1 საათში გააკეთებენ. პირველებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ექიმთა ჯგუფი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან და საელჩოსთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
ფაქტი "ტვ პირველს" ცოტა ხნის წინ, "მედგიდის" დამფუძნებელმა და "ენმ"-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ დაუდასტურა.
მზად ვართ, უკრაინას უკვე ფიზიკურადაც დავუდგეთ. მზად ვართ, მათთან ერთად ვიბრძოლოთ, ასევე სამედიცინო მიმართულებით დავეხმაროთ. სხვადასხვა პროფილის ექიმები იქნებიან. უკვე 15-ზე მეტმა ექიმმა გამოთქვა სურვილი და დახმარების მსურველი დარწმუნებული ვარ უფრო მეტი იქნება.
ახლა ლოჯისტიკურ პრობლემებს ვაგვარებთ და ალბათ, 2-3 დღეში მოხდება ჩვენი გამგზავრება"- თქვა ჯაფარიძემ.