უკრაინის მოქალაქეებს უფასოდ მოვემსახურებით COVID-ტესტებით -NCDC
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და მზად არის, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა სერვისით უსასყიდლოდ გაუწიონ მომსახურება COVID-19-ის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა სადიაგნოსტიკო ტესტით.
„აღნიშნული ინიციატივით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროსთან თანამშრომლობით სრული ინფორმაცია მიეწოდება უკრაინის საელჩოს საქართველოში“, – აცხადებენ NCDC.