ქართველო ხალხო, დაეხმარე შენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების -უკრაინის პრემიერი
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი იმედს გამოქვამს, რომ საქართველოს პრმირი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარე შენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში" - დაწერა დენის შმიჰალმა Twitter-ზე, ქართულ ენაზე
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება" - წერს შმიჰალი.
დღეს, საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.