საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა
რეისი, რომლითაც მოხალისეები უნდა წასულიყვნენ უკრაინაში საბრძოლველად, გაუქმდა - ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.
მიზეზი არანაირი არ დასახელებულა, რატომ შეიძლებოდა ეს ფრენა არ შესრულებულიყო. ამ რეისზე თვითმფრინავი არც გამოფრენილა, რადგან ჩვენმა მხარემ არ მისცა დაფრენის უფლება“, - აცხადებს ქაცარავა.
ქაცარავამ აღნიშნა, რომ ფრენა უკრაინის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. როგორც ის ამბობს, მოხალისეების ჯგუფი აუცილებლად გაემგზავრება უკრაინაში.
ჩვენ აეროპორტში შევიკრიბეთ ყველა, 7 საათზე უნდა შემდგარიყო ფრენა. შემდეგ გამოგვიცხადეს რომ გაუქმდა ფრენა“, – თქვაქაცარავამ