"ასეთი ხელისუფლებით საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ვეღარ იქნება" - ანატოლი გრიცენკო

28.02.22 23:06
"ასეთი ხელისუფლებით საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ვეღარ იქნება" - ანატოლი გრიცენკო

"ასეთი ხელისუფლებით საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ვეღარ იქნება" - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ანატოლი გრიცენკომ განაცხადა.  

ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც ღარიბაშვილი სანქციების შეერთებაზე უარს ამბობს.

ომი ყველაფერს შავ-თეთრს ხდის. მეგობარი მტერია, შენიანი კი უცხო. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ჩვენთვის უცხოა. როგორ მოიქცევა ქართული ერი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად ვეხმარებოდით 2008 წელს, მაგას ვნახავთ. ისეთი საქართველო, როგორიც დღეს არის, იმ ხელისუფლებით და მოქალაქეებით, რომლებიც ასეთ ხელისუფლებას ირჩევენ და ითმენენ, ვეღარ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი (როგორც აქამდე ითვლებოდა). ასეთი საქართველოს მიღება არც ევროკავშირს და არც ნატოს მოუნდება. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იფიქროს და ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა, რომ მას სანდო პარტნორი უწოდონ", - წერს გრიცენკო